ქა

ინ

მადლობა შეტყობინებისთვის.

მოგვწერეთ.

ნდობა ციფრული სამყაროს მიმართ

პანდემიამ მთელ მსოფლიოში ააჩქარა ციფრული სამყაროს განვითარება: სკოლები გარდაიქმნა ონლაინ სწავლებაზე, ბევრი სამუშაო ადგილი მთლიანად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. გარდა ამისა, ბევრმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა კონტაქტების მიკვლევის, Covid-19 ტესტირების, მთავრობის რელიეფის განაწილებისა და ვაქცინაციის გავრცელების ციფრული სისტემები. ამ ცვლილებებმა გვაჩვენა თუ რამხელა ძალა აქვს ტექნოლოგიას 21-ე საუკენეში, მაგრამ მან ასევე გამოავლინა რამდენად ენდობა ხალხი ციფრულ სამყაროს.   პირველი ნდობის საზომი არის ციფრული გარემო, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მექანიზმებს უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად. ეს შეიძლება იყოს როგორც საჯარო სექტორის ინსტიტუციები, როგორიცაა რეგულაციები, კანონები და ზედამხედველობის ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას, ასევე კერძო სექტორის ინიციატივები, როგორიცაა სოციალური მედიის მრავალი პლატფორმა ან დაშიფვრის პროტოკოლებისა და კიბერ უსაფრთხოების ფირმები.  მეორე რითიც განისაზღვრება ნდობა არის მომხმარებლის გამოცდილება. ჩვენ ხშრად გვხდება მოსაწყენი ქუიზები სადაც გვიწევს ამოვარჩიოთ ყველა ფოტო სადაც ჩანს შუქნიშანი ან კატა ან მრავალი სხვა ნივთი, გავიაროთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია, მივიღოთ ბევრი კოდი ჩვენს ტელეფონებზე და ჩავწეროთ პაროლი რამდენიმე გრაფაში, მაგრამ ეს პატარა ტესტები ხელს უწყობს უსაფრთხოთ გამოვიყენოთ სხვადასხვა პლაფორმები და ინტერნეტ სივრცე.  თუ ჩვენ გადავხედავთ მომხმარებლის დამოკიდებულებას, თუ რას გრძნობენ ადამიანები თავიანთი ციფრული ეკოსისტემების მიმართ. რამდენად ენდობიან ისინი თავიანთ მთავრობასა და ბიზნესის ლიდერებს. შედეგად დადგინდა რომ საზოგადოებაში არის კონფიდენციალურობის პრობლემები, ახალი ტექნოლოგიების მიმართ შიში, სამეცნიერო და სამთავრობო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მომხმარებლის დამოკიდებულება სულაც არ არის დაკავშირებული მათი ციფრული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების რეალურ დონესთან - ან მომხმარებელთა რეალურ ქცევასთან. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება სკეპტიციზმი სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტის მიმართ, მაგრამ მაინც ბევრი მომხმარებელი ეყრდნობა ამ პლატფორმებს  ახალი ამბების მისაღებად. საბოლოო ჯამში, მომხმარებლის ნდობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მომხმარებლის მოქმედება. მაგალითად, თუ ორი ქვეყანა გვთავაზობს ელექტრონულ კომერციალიზაციისთვის ერთნაირ გარემოს, მაგრამ მომხმარებელთა უფრო დიდი ნაწილი რეალურად იყენებს ერთ სისტემას უფრო ხშირად ვიდრე მეორეს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პირველი ქვეყანა ავლენს ქცევითი ნდობის უფრო მაღალ დონეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჰოლისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი სრულიად ობიექტურად შეფასება შეუძლებელია.