ქა

ინ

მადლობა შეტყობინებისთვის.

მოგვწერეთ.

რას ვაკეთებთ

ციფრული მარკეტინგისთვის ჩვენი გუნდი სხვადასხვა არხებს, სარეკლამო სტრატეგიებს, კონტენტის ტიპებსა და ტექნოლოგიებს იყენებს. ჩვენი მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კონკრეტული ბრენდებისთვის მიზნების მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზის გამონახვაა.

სმმ

სმმ

სოციალურმა მედიამ ჯერ რეალური სამყაროს ზუსტი ანალოგი შექმნა, შემდეგ კი ნელნელა, ნაწილობრივ ჩაანაცვლა იგი. ბიზნესი მალვე მიხვდა, რომ ციფრულ სივრცეში შეიქმნა ზუსტად ისეთივე ბაზარი, როგორიც რეალობაში არსებობს: საკუთარი გადანაწილებით, მოთამაშეებითა და კონკურენციით. გარესამყაროსგან განსხვავებით, სოციალურმა მედიამ კიდევ უფრო ახლო კომუნიკაციის დამყარებისა და მომხმარებელზე მეტი ინფორმაციის გაგების საშუალება მისცა კომპანიებს. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშნვნელოვანი გახდა ბრენდის, როგორც კონკრეტული, საკუთარი მომხმარებლისთვის სასურველი იდენტობის არსებობა. ბრენდის იდენტობა სხვადასხვა არხებით გადაეცემა მომხმარებელს, თუმცა იგი არსად ისეთი ცხადი და სრულფასოვანი არ არის, როგორც სოციალურ მედიაში. ახალმა რეალობამ ბიზნესების სოციალური მედიისადმი დამოკიდებულება გაცილებით სერიოზული გახადა.

სეო

სეო

ვებგვერდი შესაძლოა გახდეს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, თუ მას დაინტერესებული აუდიტორია მარტივად იპოვის. ამისთვის აუცილებელია გამართულად მომუშავე საძიებო სისტემა. საძებო სისტემების ოპტიმიზაცია( SEO/ Search Engine Optimization) კომპლექსური პროცესია, რომელიც თავისმხრივ On-page და Off-page SEO-ს გულისხმობს. ოპტიმიზაცია Keyword-ების შერჩევას, ანალიზს, კონტენტში ინტეგრირებასა და სხვა უამრავ დეტალს მოიცავს. ხარისხიანი SEO ბიზნესს ეხმარება იპოვოს პოტენციურ კლიენტთა აუდიტორია და შესაბამისი შეთავაზებებით გაზარდოს გაყიდვები. ჩვენი SEO ექსპერტები მაქსიმალურად მოკლე დროში შეადგენენ თქვენი ბიზნესისთვის მორგებულ სტრატეგიას: გამოიკვლევენ Keyword-ებს, დატესტავენ და შეადარებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიას და გამოთვლიან დროს, რომელიც საჭიროა, რომ საიტმა სასურველ საძიებო სისტემაში მაქსიმალურად სწრაფად დაიკავოს მოწინავე ადგილი.

ციფრული რეკლამა

ციფრული რეკლამა

ციფრული რეკლამა მომხმარებლამდე ინფორმაციის მიწოდების ყველაზე ეფექტურ გზად იქცა, თუმცა პარალელურად იგი სხვა ფუნქციებსაც წარმატებით ითავსებს. სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება ახალ აუდიტორიებზე გასვლა, მათი ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი დაგეგმვა. ციფრული რეკლამა კონკრეტულ რიცხვებზე არის ორიენტირებული, ისახავს მიზნებს, რომლებიც რიცხვებში გამოიხატება და ზრუნავს მათ შესრულებაზე. გარდა კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა, ციფრული რეკლამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მომხმარებელთა სურვილებისა და ქცევის შესწავლაა. შესაბამისად, მისი ანალიზით ვიღებთ რეკომენდაციებს სერვისისა და პროდუქტის გაუმჯობესების, კომუნიკაციის ცვლილებისა და ზოგადად კომპანიის განვითარების მიმართულებების შესახებ.

ვებ დეველოპმენტი

ვებ დეველოპმენტი

ვებ დეველოპმენტი თანამედროვე, მუდმივად განახლებადი სივრცეა, რომელსაც რეალური სამყარო ციფრულში გადააქვს და ზუსტად, ზოგჯერ უკეთესადაც, ასახავს მას. იგი ძალიან ფართო ცნებაა და მოიცავს უამრავ კონკრეტულ მიმართლებას: მონაცემთა ანალიზს, ონლაინ გაყიდვებს და ბევრ სხვა მნიშველოვან პროდუქტს, რომელიც ციფრულ სივრცეში ნებისმიერ ქმედებას შესაძლებელს ხდის. იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტი ხარისხიანი გამოვიდეს, მნიშვნელოვანია მისი მიზნების ზუსტად განსაზღვრა, რათა შესაბამისი მიმართულების კვლევა, სპეციალისტები, ენა, პროცესის ეტაპები და სხვა დეტალები თავიდანვე განისაზღვროს. ამ ძალიან ფართო და კომპლექსურ სამყაროში ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად ეს ერთადერთი გზაა.

ციფრული ბრენდინგი

ციფრული ბრენდინგი

ძლიერი ციფრული ბრენდის შესაქმნელად საჭიროა მომხმარებელთან მჭიდრო კავშირების დამყარება, რაც ციფრული არხების გამოყენებით მიიღწევა. ყოველდღიურად დაახლოებით სამი მილიარდი ადამიანი იყენებს როგორც სოციალურ მედიას, ისე საძიებო სისტემას. ამ არხებისთვის დამახასიათებელია კომუნუკაციის სიმარტივე მომხმარებელსა და კომპანიას შორის (კომენტარები, გაზიარებები, მოწონებები, შეფასებები), რაც ბრენდის რეპუტაციისა და სანდოობის გაზრდისთვის გამოიყენება. მნიშნველოვანია, რომ ბრენდის იდენტობა მოერგოს ციფრულ არხებს. მთავარი თვისებები უცვლელი რჩება, თუმცა ბრენდი ყველა პლატფორმასა და სივრცეში უნდა იქცეოდეს ისე, რომ მისი ყველა ქმედება ბუნებრივი იყოს. ბრენდის ჩაშლა პლატფორმების მიხედვით ციფრული ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ვიდეო ფროდაქშენი

ვიდეო ფროდაქშენი

ციფრულ სივრცეში ერთ ბრენდს უამრავ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პლატფორმაზე უწევს არსებობა. იმისთვის, რომ კონტენტი ბუნებრივი იყოს, (რაც ციფრულ მარკეტინგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის) ერთსა და იმავე ბრენდს სრულიად სხვადასხვა ხარისხის, შინაარსისა და იდეის მატარებელი ვიდეოების შექმნა უწევს. ისევეც, როგორც ვებ დეველოპმენტის შემთხვევაში, აქაც თავიდანვე ცხადი უნდა იყოს საკომუნიკაციო პლატფორმის თავისებურებები, მარკეტინგული მიზნები, ვიდეოს სასურველი ხარისხი და უამრავი სხვა დეტალი. მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებითა და შესაბამისი დაგეგმვით შეიძლება შეიქმნას მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტი.